1. რა მოხდება, თუ არალეგალურად ვიმყოფები გერმანიაში?
ვინც გერმანიაში არალეგალურად იმყოფება, უნდა დატოვოს ქვეყანა. თუ მოხდება თქვენი დეპორტაცია, რადგან ნებაყოფლობით არ დატოვეთ ქვეყანა, მაშინ რამდენიმე წლით აგეკრძალებათ ქვეყანაში შესვლა. ამ შემთხვევაში თქვენ ასევე უნდა გადაიხადოთ დეპორტაციის ხარჯები.
2. მინდა, გერმანიაში თავშესაფარი მოვითხოვო. მომცემს თუ არა ასეთ შემთხვევაში გერმანიის მთავრობა საცხოვრებელ ფულს?
თუ თქვენ თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადის განხილვის სტადიაში მიიღეთ გერმანიაში ყოფნის დროში შეზღუდული უფლება, მაშინ თქვენ მოგათავსებენ თავშესაფრის მაძიებელთა ერთ-ერთ სპეციალურ საერთო ბანაკში. თქვენ თავად ვერ აირჩევთ საცხოვრებელ ადგილს და დახმარებას მიიღებთ დიდწილად პროდუქტების ან, ზოგიერთ შემთხვევაში, ვაუჩერების ფორმით. თქვენ მიიღებთ ტანსაცმელს და ჰიგიენის საშუალებებს, მაგრამ არ მიიღებთ ნაღდ ფულს.
3. მომცემს თუ არა გერმანიის მთავრობა სამუშაოს, როდესაც თავაშესაფარს მოვითხოვ?
არა, თავშესაფრის მთხოვნ პირებს გერმანიაში ჩასვლის შემდეგ არ აქვთ მუშაობის უფლება. გერმანიის მთავრობა
...
Read more »
|